ერთია ის, თუ რას ყიდი და მეორეა ის, თუ როგორ სთავაზობ მას მომხმარებელს. მარკეტინგი მთელი ხელოვნებაა, რომლის საზღვრებიც დადგენილი არ არის - ის სიტუაციურია: იცვლება დროსთან, კონტექსტთან და ემოციებთან ერთად.
დღეს მომხმარებელი მხოლოდ პროდუქტს აღარ ყიდულობს - ის ყიდულობს განცდას, ნარატივს ან გამოცდილებას… წელს “ჯი-თი მოტორსის” მარკეტინგული სტრატეგიაც ძირითადად სწორედ გამოცილების შეთავაზებას ეფუძნებოდა - ერთობლივ თავგადასავლებს, საერთო მოგონებების შექმნას - ძვირფასი წუთების, გამარჯვებისა და სიხარულის წამების გაზიარებას. ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული მარკეტინგი, სადაც მთავარი ღირებულება გრძელვადიანი ურთიერთობაა, რომელსაც ბრენდი შოუ რუმებიდან ადამიანების ცხოვრებასა და მეხსიერებაში გადმოაქვს.
“ჯი-თი მოტორსი” საქართველოში BMW ჯგუფის ბრენდების (BMW, MINI, BMW Motorrad), ასევე Jaguar-ის და Land Rover-ის (JLR), Ford-ისა და Suzuki-ს ოფიციალური წარმომადგენელია.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელლა კამლაძე მარკეტინგული სტრატეგიის ჭრილში ყველაზე მეტად BMW-სლევანდელ აქტივობებს გამოყოფს.
ელლა კამლაძე: „წელს BMW-ს ნაწილში მასშტაბური ღონისძიებები ჩავატარეთ, რომელთა მიზანიც საქართველოს BMW-ს გლობალური ქსელის ერთიან სურათში ჩაწერა და მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცილების შეთავაზება იყო. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ღონისძიება M Experience, რომელიც წელს უკვე მეორედ ჩატარდა. 20-21 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე GT Motors-ის ორგანიზებით ჩატარებულმა BMW M Experience 2025-მა ათასობით სტუმარს დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქა.

„ჯი-თი მოტორსის“ სპეციალური მოწვევით, BMW M Experience 2025-ის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიყვანეთ ბრიტანელი ჟურნალისტი კრის ჰარისი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტო-მიმომხილველად ითვლება. ამან ეს დღეები კიდევ უფრო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსო. კრისი ჩვენი ღონისძიების სტუმრებთან ერთად თავად ცდიდა უახლესი M5-ის შესაძლებლობებს და მათ დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობდა. ასევე, ამ ორი დღის განმავლობაში ქართველ ავტომოყვარულებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ავტოინდუსტრიას აშუქებენ - ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მისცა და ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში ჩვენი Community-ს წევრებთან ერთად. ავტოინდუსტრიის მთავარი ხმის, ასეთი პოპულარული ადამიანის ვიზიტი საქართველოში არამხოლოდ კომპანიის წარმატება, არამედ ძალიან დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო სტუმრებისთვის და “ჯი-თი მოტორსის“ თითოეული თანამშრომლისთვისაც - ვინც ამ პროექტზე მუშაობდა და ვისაც კრის ჰარისთან კომუნიკაციის საშუალება მიეცა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტი წელს იყო საერთაშორისო ღონისძიება X-Plorer Days. ეს იყო მოგზაურობა ბათუმიდან კახეთამდე BMW X3-ის 2025 წლის მოდელებით. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ კონტენტ-კრეატორები მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. ამით შეიქმნა კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის და საქართველოს ტურისტულ ადგილებში გადაღებული კონტენტის მთელ მსოფლიოში გავრცელებისთვის. ღონისძიების ამგვარი მნიშვნელობიდან გამომდინარე GT Motors-მა საორგანიზაციო ნაწილში აქტიურად ითანამშრომლა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ეს იყო BMW-ს გლობალური პროექტის, #BMWdriveit-ის ნაწილი, რომელიც ევროპის მასშტაბით ტარდება“.
წელს GT Motors-მა უკვე მეორედ მოიპოვა BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო, რაც საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარებაა კომპანიისთვის, როგორც ავტოინდუსტრიის გლობალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლისთვის. ასევე, აქტიურ ფაზაშია BMW-სა და MINI-ს მომავლის შოუ რუმის მშენებლობა, რომელიც RETAIL.NEXT-ის კონცეფციით იმუშავებს. „ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელლა კამლაძე ამბობს, რომ გარდა ცალკეულ ბრენდთან დაკავშირებული პროექტებისა, კომპანიამ წელს წინასწარ გაწერილი ძირითადი ფოკუსების მიხედვითაც მოახერხა მარკეტინგული აქტივობების წარმოება. სპორტის მხარდაჭერის ნაწილში კომპანია Wings for Life-ის პარტნიორი იყო, ასევე World Class-თან კოლაბორაციით მონაწილეობა მიიღო BMW ჯგუფის მიერ მხარდაჭერილ ბერლინის მარათონში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა. კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერის ნაწილში BMW Georgia-მ ZEG Storytelling Festival-ს დაუჭირა მხარი. ასევე, პრემიუმ-აქტივობების მხრივ კომპანია წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პარტნიორი იყო და ჰქონდა GKL EXCELLENCE CLUB-ის პროექტი, რომლის მიზანიც GKL-ის მოდელებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება და
პრემიუმ-ავტომობილების სეგმენტში ახალი სიტყვის თქმა იყო. პროექტის ფარგლებში პრემიუმ ხაზის ავტომობილების მომხმარებლებსა და პოტენციურ მყიდველებს შევთავაზეთ ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება - მათთვის ორგანიზებას ვუკეთებდით პრემიუმ-ვახშმებს და თეატრალურ ფესტივალთან პარტნიორობის ფარგლებში ვეპატიჟებოდით სპექტაკლებზე, რომლებზე მოხვედრაც მათი საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. „ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგის სტრატეგია წელს ცხადია მდგრადობის კომპონენტსაც მოიცავდა. კომპანიამ „SOLO”-სთან ერთად ძალიან შთამბეჭდავი შეთავაზებაც გამოაცხადა, რომლის მიზანიც ელექტრო ავტომობილების პოპულარიზაცია და მათი გაყიდვების სტიმულირება იყო. ასევე, ელექტრო ავტომობილების ნაწილში ჩვენ ასევე ვითანამშრომლეთ არტისტ დიმა კონჯარიასთან და მასთან კოლაბორაციით შევქმენით ვიზუალური კომუნიკაცია. აქ ძალიან საინტერესო ამბავი ის არის, რომ ეს არაჩვეულებრივი არტისტი BMW ჯგუფის საშუალებით აღმოვაჩინეთ და შემდეგ გავიგეთ, რომ ქართველი იყო, რამაც ძალიან გაგვახარა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს კოლაბორაცია ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი იყო ჩვენს წლევანდელ მარკეტინგულ აქტივობებში.
ელლა კამლაძე: „აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომ წელს საქართველოში შემოვიდა BMW-ს მოტორადების ბრენდი - BMW Motorrad და ეს სწორედ “ჯი-თი მოტორსთან” წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. ამ ბრენდის პრეზენტაცია M Experience-ზე შედგა და ჩვენს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რუსთავის ავტოდრომზე ინსტრუქტორებთან და მრბოლელებთან ერთად გასცნობოდნენ უახლესი მოდელების შესაძლებლობებს. პრეზენტაცია სპეციალური ბაიკ-შოუთი შედგა. ღონისძიებაზე ბრენდის სრული ლაინ-აპი იყო წარმოდგენილი - დაწყებული ურბანული ელექტრო ბაიკებით, დამთავრებული სპორტული მოდელებით.
მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ წელს ნამდვილი „აღზევების წელი“ გვქონდა MINI-ს ნაწილში. მიზნად კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერა დავისახეთ და ვიყავით YOUNG LIONS GEORGIA-სა და Ad Black Sea 2025 -ს პარტნიორები. გვქონდა კოლაბორაცია Hammock Magazine-თან, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველმა ფოტოგრაფებმა თავიანთი ხედვით

MINI-ის ედიტორიალები შემოგვთავაზეს. ასევე, ამ ბრენდით ვიყავით Gym Breeze-ის სეზონის მხარდამჭერები და MINI პადელის ტურნირების სიმბოლოდ იქცა.“
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ღირებული ნაწილი, რაც წელს „ჯი-თი მოტორსმა“ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში განავითარა Defender Community იყო. ამ ბრენდის მოყვარულთა კლუბების ტრადიცია უკვე მრავალ ქვეყანაშია და ძალიან ბევრ სასიამოვნო თავგადასავალს უკავშირდება. სწორედ ასეთი, დასამახსოვრებელი გამოცდილებები შექმნა წელს „ჯი-თი მოტორსმა“.
ელლა კამლაძე: „პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ DEFENDER Experience-ზე... წელს აჭარაში, Defender-ის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატარეთ, რომელშიც მონაწილეობას 150 ავტომობილი და 400-ზე მეტი ადამიანი იღებდა. მას Land Rover-ის ოფიციალური ინსტრუქტორები და JLR-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მონაწილეებისთვის დამატებით გამოცდილებას და სწავლის შესაძლებლობას ქმნიდა. საბოლოო ჯამში კი გამოვიდა ძალიან ლამაზი და საინტერესო ტური, რომელიც Defender Community-ს წევრებისთვის ძალიან კარგ მოგონებად, ჩვენთვის - მარკეტინგის გუნდისთვის კი სიამაყის საფუძვლად დარჩა. ასევე, Defender-ის ბრენდით რაგბის ფედერაციის მხარდამჭერები ვიყავით. ლოიალური მომხმარებლები ბათუმში, „აჭარა ბეთ არენაზე“ საქართველოსა და აშშ-ის სარაგბო ნაკრებების მატჩს დაესწრნენ. ეს გამოცდილება მოიცავდა ერთობლივ გულშემატკივრობას, შემდეგ კი მანდარინების კრეფას აჭარის ულამაზეს მთებში, რაც ჩვენი შექმნილი ამ პატარა სამეგობრო წრის წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და საინტერესო თავგადასავალი იყო. Land Rover-ის ნაწილში აუცილებლად უნდა ვისაუბრო ასევე ძალიან ლამაზ ღონისძიებაზე DRIVE INTO THE BLOOM - გაზაფხულის ენერგიითა და სილამაზით შთაგონებული მოვლენის შესახებ, რომლის ფარგლებშიც “ჯი-თი მოტორსმა” Range Rover-ის ლოიალურ მომხმარებლებს უმასპინძლა. ეს დღესასწაული დიზაინერმა დოდოშკა ჩხეიძემ და მისმა გუნდმა შექმნეს. სტუმრებისთვის მოეწყო შთამაგონებელი მასტერკლასები და ინტერაქციული აქტივობები – თითოეული დეტალი კი ბრენდის დახვეწილობას უსვამდა ხაზს”.

და ეს ყველაფერი არ არის. მასშტაბურ ღონისძიებებს მიღმა წელს „ჯი-თი მოტორსი“ მომხმარებელსა და პოტენციურ მომხმარებლებს კიდევ ბევრ პატარა და არცთუ ისე პატარა თავგადასავალს სთავაზობდა. კომპანიამ თავისი მომხმარებლები ABU DHABI M EXPERIENCE-ზე წაიყვანა. SOLO-სთან პარტნიორობის ფარგლებში „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს ლოიალურ მომხმარებლებს აბუ-დაბიში, F1-ის ტრასაზე უმასპინძლა.
2026 წლისთვის კი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი უპირველეს ყოვლისა გლობალური სტრატეგიებისა და გამოცდილებების ადგილობრივ ბაზარზე დანერგვას ისახავს მიზნად. ამასობაში კი, 2026-ში მარკეტინგის გუნდს (და არამხოლოდ) ახალი შოუ რუმიც წამოეწევა, რომელიც თავისი კონცეფციის გათვალისწინებით, სრულიად ახალი განაცხადი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.




























