მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Type 01:  „იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა

იაგუარი
08.10.26 12:40
• 134

Jaguar-ისთვის დაიწყო ახალი, სრულად ელექტრო ეპოქა. 7 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გამართულ პრეზენტაციაზე ბრიტანულმა პრემიუმ ბრენდმა მსოფლიოს თავისი უახლესი ფლაგმანი, Jaguar Type 01 წარუდგინა. ეს არის ოთხკარიანი ელექტრო გრანდ ტურერი, რომელიც ბრენდის ახალი ფილოსოფიის („A copy of nothing“) პირველ სერიულ ხორცშესხმას წარმოადგენს. მოდელი ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრ, ტექნოლოგიურად მოწინავე და აეროდინამიკურ ავტომობილად დასახელდა. „ჯი-თი მოტორსი“, როგორც JLR-ის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ადგილობრივი ბაზრის მომხმარებელს აღნიშნულ მოდელს შესთავაზებს.

კონკრეტული მოდელის სახელწოდება სიმბოლურია და ბრენდის მდიდარ წარსულსა და მომავალს აერთიანებს. ინდექსი “Type” Jaguar-ის ლეგენდარულ, ისტორიულ მემკვიდრეობაზე მიანიშნებს, ციფრი „0” ხაზს უსვამს ნულოვან გამონაბოლქვს, ხოლო „1“ ახალი თაობის პირველი მოდელის აღმნიშვნელია.

ავტომობილი ყურადღებას თამამი, მკვეთრი და შთამბეჭდავი ფორმებით იქცევს. დიზაინერებისა და ინჟინრების ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტის რეკორდულ - 0,23 ნიშნულამდე დაყვანა. ნაკადების ოპტიმიზაციას ცხაურის აქტიური ჟალუზები და სამსაფეხურიანი გასაშლელი უკანა სპოილერიც უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ უნიკალური ფორმების და ინოვაციის დასანერგად ბრენდმა 360-ზე მეტი საპატენტო განაცხადი დაარეგისტრირა.

მოდელი სპეციალურად Jaguar-ის ელექტრომობილებისთვის შექმნილ ახალ პლატფორმაზეა აგებული. მას Formula E-ს ჩემპიონი გუნდის გამოცდილებით შექმნილი სამი ელექტროძრავა ამოძრავებს. ჯამური 1,030 ცხენის ძალა Type 01-ს საშუალებას აძლევს, 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.2 წამში აჩქარდეს, ხოლო 100-დან 180-მდე ასასვლელად მხოლოდ 4 წამი დასჭირდეს. წონის იდეალური 50/50 გადანაწილების წყალობით კი ეს უზარმაზარი ძალა გზაზე საოცარი სიმსუბუქით, სიზუსტითა და კომფორტით იმართება. შთამბეჭდავია მოდელის ენერგო ეფექტურობაც. სვლის მოსალოდნელი მარაგი ამერიკული EPA სტანდარტით 400 მილამდეა (დაახლოებით 643 კმ), ხოლო ევროპული WLTP ციკლით 720 კილომეტრს აღწევს. მაგისტრალზე მუდმივი მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ავტომობილი 320 მილის (დაახლოებით 515 კმ) დაფარვას შეძლებს.

მოდელის ინტერიერი სრულად პერსონალიზებულ სივრცეს ქმნის. სალონს მთელ სიგრძეზე გასდევს ცენტრალური ე.წ. „ხერხემალი“ და ელემენტები, რომლებიც ოთხივე მგზავრისთვის განცალკევებულ და დახვეწილ გარემოს აყალიბებს. განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად ავტომობილში დამონტაჟებულია Jaguar Immersive აუდიოსისტემა, რომელშიც პირველად საავტომობილო ინდუსტრიაში გამოიყენეს მთელ სიგანეზე გადაჭიმული პანორამული Soundbar-ი და ინტეგრირებული აკუსტიკის მქონე სავარძლები.

ახალი ფლაგმანის სერიული წარმოება 2027 წელს დაიწყება. Jaguar Type 01-ზე ოფიციალური შეკვეთები 2027 წლის დასაწყისიდან მიიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „ჯი-თი მოტორსს“, რომელიც JLR-ის ბრენდებს საქართველოში ოფიციალურად 2008 წლიდან წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები