ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი "ქართულ ქარტიაში" გაწერილი მუხლების შესრულების პასუხისმგებლობას იღებს და ამ ნაწილში მკაცრი იქნება.
"ეს არის ევროპული გზის გადარჩენის არჩევანი. მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ, მაგრამ ეს ვერ იქნება პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები. ეს არ ნიშნავს, რომ ერთიანობა იყოს აუცილებელი. ეს თქვენი საქმე არის, მე ვთქვი ერთხელ, ვიმეორებ რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს თქვენი და თქვენი ამომრჩევლის საქმეა.
მე ერთადერთი გთავაზობთ ამ ერთობის ფორმულას. ამ ვალდებულებების ირგვლივ და მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. მე ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, რომლისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას. ისინი ამ დოკუმენტში ხედავენ გამოსავალს, რჩევას და გზას", - ამბობს პრეზიდენტი.