მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პატრიარქს, ილია II-ს მიმართავს და მოუწოდებს, წინ აღუდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და მხარი დაუჭიროს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ: გთხოვთ, წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს. წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, – წერს იგი.