მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Guardian-ის გამოძიება - რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონის მშენებლობას?

5d948c4887f99
მიხეილ ხაჩიძე
02.10.19 17:10
1198

უცხოელი მუშებისთვის ყატარში სამუშაო პირობები რომ მძიმეა, ამაზე ევროპული და ამერიკული გამოცემები ხშირად წერენ. არაერთი დასკვნა გამოაქვეყნა Amnesty International-მაც. უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად რეფორმების მიუხედავად, სპარსეთის ყურის საამირო "დამქირავებლებისთვის არაკეთილსინდისიერი მოედნად" რჩება. ხშირად საუბრობენ, დაბალ ანაზღაურებაზე, გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და დამსაქმებლის მხრიდან  ძალადობრივ ფაქტებზეც. 

იმისათვის რომ ფეხბურთის ვარსკვლავებმა, 40-გრადუსიან სიცხეში სტადიონზე არ ირბინონ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დეკემბერში გადაიტანეს, ეს ასობით ათასი უცხოელი მუშითვის, რომლებიც ჩემპიონატისთვის სტადიონს  გაუსაძლისი ტემპერატურის პირობებში აშენებენ, ერთგვარი ნუგეშია.

ნავთობით მდიდარი სახელმწიფოს მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას გამოეხმაურა: ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეებში, ივნისიდან აგვისტომდე, გარე სამუშაოებზე მუშაობა 11:30 საათიდან 15:00 საათამდე აკრძალულია.

თუმცა, ბრიტანული Guardian-ის ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის გარდა, სხვა თვეებშიც ყატარში მუშაობა ძლიერი სიცხის პერიოდში მომაკვდინებელია. კარდიოლოგები აცხადებენ, რომ ოქტრომბერში 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ტემპერატურა ისეთ ნიშნულზეა, რომ მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანო და სარისკოა. შესაბამისად, დღესაც კი, მუშები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონს აშენებენ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპისთვის 38-გრადუსიანი სიცხეა.


მეცნიერების კვლევამ, რომლებმაც მთლიანობაში 1300 დასაქმებულის გარდაცვალების შემთხვევა შეისწავლეს, აჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურა და გარდაცვალების ფაქტები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საერთო ჯამში 571 ადამიანი გულ-სისხლძარღვთა პრობლემებით გარდაიცვალა, ბევრი მუშა, კი რომელიც სპორტული აღნაგობის მიხედვით ჰყავდათ ნეპალიდან არჩეული და ჩაყვანილი, გულის უკმარისობით დაიღუპა.

როგორც ოსლოს სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგი Guardian-თან აცხადებს, მიზეზი ცალსახაა.

"მუშების სხეულებმა სიცხის წნევას ვეღ გაუძლეს’’ ყატარის ხელისუფლება კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და "ბუნებრივ სიკვდილზე’’ საუბრობს. 

მთავრობის წევრების განცხადებით, სამშენებლო კომპანიებს მოეთხოვებათ მუშებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობები შექმნან. თუმცა, როგორც Guardian მის მიერვე ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, მშენებლობებზე დასაქმებულებს შესაბამისი აღჭურვილობა და პირობები არ აქვთ, ამას გარდა მათ ხშირ შემთხვევაში სამედიცინო დახმარებასაც არ აღმოუჩენენ.




გამოცემა წერს იმასაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გარემო და პირობები არ გაუმჯობესდება, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ყატარში 4000-მდე მუშა დაიღუპება. აღსანიშნავია, რომ მდიდარ არაბულ ქვეყანაში მუშები ძირითადად ნეპალიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩაჰყავთ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები