მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეთანხმებები გაფორმდა - დავითაშვილი

silk road
BM. GE
27.10.23 11:12
68

„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზირებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ასევე გამოვყოფ შეთანხმებას ყატარის სახელმწიფოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს ყატარის სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“ - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები