გუდაური-კობის გზა ცალკეული ტრანსპორტისთვის კვლავ ჩაიკეტა. როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, მიზეზი ლიპყინულია.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", - იტყობინება გზების დეპარტამენტი.




























