მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი მანქანების მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობი
07.12.25 19:39
1835

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის კმ93–კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)–კობი) დროებით აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების თქმით, დანარჩენი კატეგორიის ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტი აცხადებს, რომ სიტუაციას რეჟიმში აკვირდებიან და შეზღუდვები მოიხსნება მაშინვე, როცა გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები