სპეციალურად მთის კურორტებისთვის შექმნილი აპლიკაცია SKIPASS-ით შესაძლებელია შეიძინოთ ან შევასოთ საბაგიროს ბარათი.
SKIPASS.GE: პირველი აპლიკაცია საქართველოს მთის კურორტებისთვის
საქართველოს მთის კურორტებისთვის შეიქმნა ინოვაციური აპლიკაცია – SKIPASS, რომელიც მომხმარებლებს მობილური აპლიკაციით სთავაზობს საბაგიროს სათხილამურო ბარათების მართვას.
MTA-სთან პარტნიორობით შექმნილი SKIPASS აერთიანებს საქართველოს ყველა წამყვან კურორტს – გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია, რათა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი და სანდოობა უზრუნველყოს.
მთავარი მახასიათებლები:
ბარათის შევსება მობილურით: აპლიკაცია უზრუნველყოფს SKIPASS ბარათის სწრაფ შევსებას – უბრალოდ მიადეთ ბარათი ტელეფონს და გადაიხადეთ Apple Pay ან Google Pay-ით. ამას მხოლოდ 10 წამი სჭირდება, ნაცვლად რიგებში დგომისა და ბარათის ხელით შეყვანის.
ბარათის მიწოდების სერვისი: მათთვის, ვინც ჯერ არ ფლობს SKIPASS ბარათს, აპლიკაცია გთავაზობთ პერსონალიზებული ბარათის დამზადებას და თბილისის ფარგლებში შეკვეთიდან 45 წუთში მიწოდებას.
აქტუალური ინფორმაცია კურორტებზე: მალე, აპლიკაცია მოგაწვდით ინფორმაციას თოვლის დონეზე, ამინდის პროგნოზზე და სათხილამურო საბაგიროების სტატუსზე რეალურ დროში.
სპეციალური შეთავაზებები: SKIPASS-ით შესაძლებელია სხვადასხვა ფასდაკლებებისა და აქციების გამოყენება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის თქვენს ზამთრის დასვენებას.
მოემზადეთ სათხილამურო სეზონისთვის, გადმოწერეთ SKIPASS აპლიკაცია და დაელოდეთ სეზონის გახსნას.
მომხმარებლებისთვის, ფუნქციონირებს 24 საათიანი მხარდაჭერის სერვისიც ნომერზე: 0 32 5 000 000
SKIPASS ცნობილ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Lemondo-ს შვილობილი პროექტია.
„Lemondo Growth Capital-ში შემავალ კომპანიებს ქართველი მომხმარებელი იცნობს უკვე ისეთი პროექტებით, როგორიც არის Roamingo.com, QuickShipper, SS.GE, TRE.GE, რამდენიმე მსხვილი ონლაინ მაღაზია და ათობით მობილური აპლიკაცია, რომლებიც 2 მილიონზე მეტ კმაყოფილ მომხმარებელს ითვლის. ამიტომ, SKIPASS-ის შექმნისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ქართველი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება.“ – განაცხადა ლევან კილაძემ, Lemondo Growth-ის დამფუძნებელმა.
SKIPASS.GE საქართველოს მთის კურორტების სასრიალო აბონემენტების ოფიციალური რესელერია. აპლიკაცია არ ეკუთვნის და არ იმართება მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მიერ.