მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურის წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები იწყება - ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარი დაიხარჯება

640eebaa09186
BM.GE
13.03.23 13:43
620
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის "მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა გუდაურისთვის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ელ ჯორჯიას" დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მოაწერეს.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ზამთრის სეზონზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც კურორტზე მოსახლეობისა და დამსვენებლთა მზარდი რაოდენობისთვის ალტერნატიული წყალმომარაგების რესურსი შეიქმნება, რაც სრულად უზრუნველყოფს დაბა გუდაურისთვის უწყვეტ რეჟიმში, ხარისხიანი წყლის მიწოდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები