მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შემოსავლები დაგეგმილ ბიუჯეტს 15–20%-ით აჭარბებს“ - Quadrum Ski & Yoga Resort

კუადრუმი

სასტუმრო "კუადრუმ გუდაურისა"და "ფაინ შალე გუდაურის" გენერალური მენეჯერის ზურა კახიძის განცხადებით, 2025–2026 წლების სეზონი პანდემიის შემდგომ საუკეთესოა.

როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, მოთხოვნის ზრდის ფონზე გაზრდილია ფასებიც, შემოსავლები კი დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე დაგეგმილ ბიუჯეტს 15–20%-ით აჭარბებს.

„სეზონი ორ ნაწილად იყოფა: საახალწლო პერიოდში დამსვენებლები უფრო მოკლე დროით რჩებიან, იანვრის ბოლოს კი იწყება “ლონგ სთეი” სტუმრების ნაკადი, რომლებიც 4–7 დღის განმავლობაში სარგებლობენ კურორტის სერვისებით. ჯგუფური ტურები ძირითადად მოკლევადიანი არიან, უცხოური სეგმენტი კი გრძელვადიანად რჩება.

სტუმრების კომფორტისთვის სასტუმროს სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, ასევე აუზი, სპა, სამასაჟე ოთახები და იოგას დარბაზი აქვს. მოსახერხებელია მდებარეობის მხრივაც, - ახლოს არის მთავარი სასრიალო გზებთან.

რაც შეეხება გამოწვევებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულების შემდეგ, რაც შეამცირებს სატრანსპორტო საცობებს, გააუმჯობესებს მოძრაობას და შეამცირებს კლიმატურ პრობლემებს.

გუდაურს დიდი პოტენციალი აქვს: კურორტი შესაძლოა გახდეს ოთხსეზონიანი, რაც ხელს შეუწყობს სასტუმროების უკეთ ოპერირებას, სერვისის დონის ამაღლებას და ბიზნესისთვის უფრო მოგებიან გარემოს შექმნას. პროფესიონალური სერვისები, ლოგისტიკა და მაღალი ჰიგიენის სტანდარტები კიდევ უფრო გააძლიერებს კურორტის პოზიციას ბაზარზე“ - განაცხადა კახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები