გუდაურში რესტორან „ვიტამინში“ არსებული ხანძრის შესახებ 112-ზე ზარი არ შემოსულა, - ამის შესახებ BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც საგანგებოში განმარტავენ, ხანძარი ადგილობრივმა მეხანძრეებმა შენიშნეს და თავიანთი რესურსით ჩააქრეს.
„გუდაურში რესტორან „ვიტამინში“ არსებული ხანძრის შესახებ 112-ზე ზარი არ შემოსულა. ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა შენიშნეს კვამლი; ამ დროისთვის ღია ცეცხლი აღარ არის, არავინ დაშავებულა, არ არის გარდაცვლილი“, - უთხრეს BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე განმარტებით, რესტორანი დახურული იყო.