ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ავრცელებს.
“თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის”, - წერია 112-ის განცხადებაში.