მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურში სასტუმროების ნომრების ღირებულება დაახლოებით 15 წელია არ გაზრდილა - Best Western Gudauri

Best Western Gudauri

ინფლაციისა და ქვეყანაში თითქმის ყველა პროდუქტსა და სერვისზე ფასების ზრდის მიუხედავად, გუდაურში სასტუმროების ნომრების ღირებულება დაახლოებით 15 წელია არ გაზრდილა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში გუდაურში მდებარე ტურისტული ობიექტის Best Western Gudauri-ის მფლობელმა, გიორგი კვიწინაშვილმა, განაცხადა.

"სასტუმროების ნომრების ფასი ბოლო 15 წელია უცვლელია, მიუხედავად ინფლაციისა და პროდუქტისა თუ სერვისის გაძვირებისა. მიწოდება გუდაურში მოთხოვნას აჭარბებს, ამიტომ ნომრის ღირებულება სტაბილურად უცვლელი რჩება. სასტუმროს რესტორანში შეიძლება ხაჭაპური დღეს 40 ლარი ღირდეს, მაშინ როცა 15 წლის წინ 15 ლარი ღირდა, მაგრამ ნომრის ფასი არ გაზრდილა", - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.

ფასები გუდაურში განთავსების ტიპის მიხედვით განსხვავდება. კვიწინაშვილის ინფორმაციით, საოჯახო სასტუმროებში ღამით განთავსების ღირებულება დაახლოებით 50-დან 70–80 დოლარამდე მერყეობს. სამი და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში ფასები იწყება 80 დოლარიდან და საშუალოდ 140–150 დოლარამდე აღწევს, ხოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის ღირებულება 200-დან 350 დოლარამდეა.

ტურისტული ობიექტის მფლობელის შეფასებით, გუდაურში მიწოდების სიჭარბე როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებული განთავსება.

“ახალი წლის პერიოდში შეიძლება კონკრეტულ სეგმენტში თავისუფალი ნომრის პოვნა გართულდეს, თუმცა ის, რომ გუდაურში საერთოდ ვერ ნახო ბინა ან სასტუმრო, გამორიცხულია – რომელიმე სეგმენტში მაინც აუცილებლად იპოვი”, – ამბობს კვიწინაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები