მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა

გუდაური
05.04.24 18:09
39

გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.

როგორც „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა.

"ამ სეზონის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, წარმატებულად ჩავატარეთ მსოფლიო თასები, ფრირაიდის მსოფლიო ტური, შესაბამისად, ამან განაპირობა, რომ გვემასპინძლა ასეთი ღონისძიებისთვის, რომელიც პირველად ტარდება. გამოწვევა იყო, რაც გადავლახეთ, დაუღალავად იმუშავა ჩვენმა გუნდმა. სავარჯიშო და საკვალიფიკაციო ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ვიმედოვნებთ, წარმატებით ჩავატარებთ მეხუთე საერთაშორისო ღონისძიებას”, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა განაცხადა, ძალიან კარგია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან იღებენ.

“მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, საქართველოში, გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის. გასულ წელს, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა მსოფლიო თასების წარმატებულად მასპინძლობის შემდეგ კარგი შესაძლებლობაა აქ ჩამოსვლა”, - აღნიშნა პიტერ კროგოლმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები