მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდიაშვილის განახლებულ მოედანზე მერია ფართებს აუქციონზე გამოიტანს

623ad0564fb92
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 12:00
1164
გუდიაშვილის განახლებულ მოედანზე მერია ფართებს აუქციონზე გამოიტანს - ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გუდიაშვილის მოედანი, ეკონომიკურად უნდა გააქტიურდეს და ისეთი კაფე-ბარები უნდა მოეწყოს, რომელიც ამ ადგილს მიზიდულობის ცენტრად აქცევს. ამისთვის მერია სააუქციონე პირობებს მომზადებს და ბიზნესს წარუდგენს. ამის შესრულება კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„გუდიაშვილის მოედნის პირველ ნაწილს, რომელიც დავასრულეთ, ამას სჭირდება შემდგომი პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია სილამაზე და ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა მას აქვს ეკონომიკური მხარე. ბიზნეს სექტორს მივცემთ შესაძლებლობას ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, გამოიყენონ. ვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამოტანა და გასხვისება ბიზნეს სექტორზე, იმისთვის, რომ სწორად იქნას გამოყენებული.

პარალელურად დედაქალაქის მერია იქნება ჩართული, რომ გუდიაშვილის მოედნის სივრცე სწორად იყოს განვითარებული და არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომლებიც ქალაქისთვის მიუღებელი და პრობლემა იქნება. ანუ ეს ყველაფერი სწორი ფორმით უნდა გაკეთდეს ისე, რომ მიზიდულობის ცენტრი გახდეს, სადაც თითოეულ თბილისელს და ჩამოსულ სტუმარს ექნება მისვლის და დასვენების სურვილი.

მინდა მივმართო თბილისის ვიცე მერს ირაკლი ხმალაძეს, დაიწყოს კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან, დავიწყოთ პრეზენტაციების გაკეთება და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიტანოთ არსებული სივრცეები აუქციონზე, რომ შემდეგ მოხდეს სწორად დატვირთვა და განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები