მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გულდასაწყვეტია, რომ ხელის შემშლელი ფაქტორის გამო ბაობაბები გახმა - კალაძე

თბილისის მერია
10.08.24 13:31
480

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეები გახმა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ დენდროლოგიური პარკი არის ის ადგილი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ეს არის ულამაზესი სივრცე, საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით და გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომელიც განკუთვნილი იყო ამ პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ გახმა. იმ გარემოებებმა, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული - საჩივრები და ასე შემდეგ, გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

“რვავე ბაობაბი გახმა” - დენდროლოგიური პარკი ხეების გახმობას ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს აბრალებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები