თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
„გილოცავთ, გილოცავთ, ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.
მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს! მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა! დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები, საქართველო!“, – წერს კალაძე.
საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.