მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა

სს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს.

მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

გოლები: 1:0 კვარაცხელია (33, პენ), 2:0 ჩაკვეტაძე (53), 3:0 მიქაუტაძე (63), 4:0 ქოჩორაშვილი (66), 4:1 კალვახი (80).

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები