მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელია: მეც ვიყავი ბავშვი და ბავშვებს მინდა მივმართო...

641ca85ad6441
ალა ისპირიანი
24.03.23 00:00
1477
"ბავშვებს მინდა მივმართო, რაც არ უნდა დაბრკოლება ჰქონდეს უნდა იყვნონ ძლიერი და ფეხზე წამოდგნენ," - ამის შესახებ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოცნებები ხდება, მაგრამ ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის შრომა.

"მეც ვიყავი ბავშვი და მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა და ვისწავლე და ვიგრძენი რომ თუ ადამიანს შეუძლია ოცნება ჰქონდეს და რაღაც იოცნებოს იმის გაკეთებ აუცილებლად შეუძლია. თუ მონდომება ექნება და იშრომებს. რაც არ უნდა დაბრკოლება ჰქონდეს უნდა იყოს ძლიერი და ფეხზე წამოდგნენ.

ბავშვებს მინდა მივმართო, ყველაფერი გააკეთონ სპორტში და მარტო - საქმეშიც, მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც ოცნებაში უნდათ ან სურვილი აქვთ იყვნენ. ყველაფერი მიღწევადია... შრომა არაფერს არ უნდა დააკლონ და ისე უნდა იცხოვრონ, როგორც საქმეს სჭირდება", - თქვა კვარაცხელიამ.

მას ასევე თავის მშობლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი როგორიც ახლაა მათი დამსახურებაა.

"ყველაზე დიდი როლი მშობლებს აქვთ, რადგან მშობლები არიან ისინი ვისგანაც ყველაფერს სწავლობ და მათგან გადმოგაქვს . მეც ვცდილობდი ჩემს მშობლებს დავმსგავსებოდი და ვფიქრობ, გამომივიდა. ასევე გარემოცვამ, მეგობრებმა, ნათესავებმა დიდი როლი ითამაშა ამაში", - განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ბათუმში მონღოლეთთან ამხანაგური მატჩით გახსნის. შეხვედრა 25 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები მონღოლეთს პირველად ხვდება. მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ ბათუმში 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ნორვეგიასთან გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას სჯერა, რომ აღნიშნულ თამაშზე სტადიონი სავსე იქნება და გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პარტნიორი, რამდენიმე დღის წინ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები