მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები?

საქართველო სომხეთის ღირებულებები

20 და 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის პლეი აუტის მატჩს ჩაატარებს, სადაც სასწორზე B დივიზიონში დარჩენა იდება.

სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რითაც მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრები B დივიზიონის 1 ჯგუფში აგრეთვე 7 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა და ადგილის შესანარჩუნებლად სწორედ მეზობელ ნაკრებთან მოუწევს უძლიერესის გამოვლენა.

სპორტული პორტალის Transfermarkt-ის მიხედვით სომხეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი ევროა, მათ ნაკრებში ყველაზე ძვირად 6 მილიონად მარცხენა ნახევარმცველი ნაირ ტიკნიზიანია შეფასებული. რეალურად კი სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირფასი მოთამაშე 20 მილიონიანი ღირებულებით ედუარდ სპერციანია, რომელიც უახლოეს შეხვედრებში საკუთარ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება “ჯვაროსნებს” ჩვენი ნაკრები ამჟამად 192 მილიონ ევრომდეა შეფასებული, რაც თითქმის ათჯერ აღემატება მეტოქის ღირებულებას. ყველაზე ძვირად უკვე ტრადიციულად ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი არაინ შეფასებულები, შესაბამისად 85 და 40 მილიონ ევროდ.

აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაში ნაკრებს მიღებული ბარათების გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან. ვილი სანიოლმა არსებული საკადრო პრობლემის ფონზე ნაკრებში პირველად ცენტრალურ მცველ ლუკა ლაცაბიძეს უხმო, რომელიც ოდესის “ჩერნომორეცში” ირჯება.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 20 მარტს ჩვენი დროით 21:00 საათზე ერევანში, ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ მოედანზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 23 მარტს 18:00 საათზე დინამო არენა უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები