მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი სამი ფეხბურთელი ქართველია

ყველაზე ნახვადი ქართველი ფეხბურთელები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა და პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა, რითაც ჯგუფური ეტაპი დაძლია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც გოლთან ერთად არაერთი წარმატებული დრიბლინგიც შემოგვთავაზა.

აღნიშნულმა გამარჯვებამ ბუნებრივია კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია საფეხბურთო გულშემატკივრებს შორის. სამენეჯერო და სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt-ზე დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ხშირად ნახვადი და ძიებადი 3 ფეხბურთელი ქართველია.

გულშემატკივრები დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე ხშირად გიორგი მიქაუტაძის პროფილს ნახულობენ, შემდეგ მოდის გიორგი მამარდაშვილი, ხოლო სამეულს ხვიჩა კვარაცხელია კრავს. მათ მეოთხე ადგილით კრიშტიანუ რონალდუ მოჰყვება და ხუთეულს არგენტინელი ლიონელ მესი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები