მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელია პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია - Transfermarkt

ხვიჩა კვარაცხელია პოსტ საბჭოთა სივრცე

ცნობილმა საფეხბურთო სააგენტო Transfermarkt-მა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული დაასახელა.

საინტერესოა, რომ სიას სათავეში “ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია უდგას, რომელიც 2023 წელს 85 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

სიაში მეცხრე ადგილზე გავიდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის უდიდესი ღირებულებაც 30 მილიონ ევროს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლის ოქროს ბურთის მფლობელი უკრაინელი შემტევი ანდრეი შევჩენკო სიაში მესამე ადგილს 51 მილიონით იკავებს და 34 მილიონით ჩამორჩება ხვიჩა კვარაცხელიას მაჩვენებელს.

მთლიანობაში კი ყველაზე ძვირი პოსტსაბჭოთა ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

10. არტემ დოვბიკი (უკრაინა) - 28 მილიონი ევრო 2023 წ. “ჟირონა”
9. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) - 30 მილიონი 2023 წ. “ვალენსია”
8. რუსლან მალინოვსკი (უკრაინა) - 30 მილიონი 2021 წელს, “ატალანტა”
7. მარიო ფერნანდესი (რუსეთი) - 30 მილიონი 2019 წელს, “ცსკა”
6. ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი) - 30 მილიონი 2018 წელს, “მონაკო”
5. ჰენრიხ მხითარიანი (სომხეთი) - 37 მილიონი 2016 წელს, “დორტმუნდის ბორუსია”
4. ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა) - 42 მილიონი 2023 წელს, “არსენალი”
3. ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) - 51 მილიონი 2006 წელს, “მილანი”
2. მიხაილ მუდრიკი (უკრაინა) - 60 მილიონი 2023 წელს, “ჩელსი”
1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 85 მილიონი ევრო 2023 წელს, “ნაპოლი”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები