მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიტალი დარასელიას საერთაშორისო თასს 2024 წლიდან Sports Orient-ი ჩაატარებს

ვიტალი დარასელიას თასი

გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასი ბრუნდება. ამ ტურნირი, 2024 წლიდან სისტემატურად ჩატარდება, ხოლო მისი ორგანიზატორი - Sports Orient-ი იქნება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ოთო მუმლაძემ BMG Talks-ში განაცხადა, თბილისის “დინამოს” აკადემიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის და ქართული და საერთაშორისო კლუბებისთვის ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდა შეუძლია.

“Sports Orient-ი და თბილისის “დინამო” შევთანხმდით, რომ 2024 წლიდან ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირს ჩვენ ჩავატარებთ, საკუთარი ძალებით. ჩამომსვლელი გუნდების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ, ხოლო თავად ტურნირი მალე ჩატარდება.

სხვადასხვა დროს, საქართველოში ეს ტურნირი ხუთჯერ ჩატარდა და სწორედ აქ ითამაშეს პირველად ჩაკვეტაძემ, მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ - იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც დღეს ყველა იცნობს. ამ ტურნირზე ჰქონდათ პირველი მოგერიება, პირველი გოლი, პირველი გამარჯვება და საერთაშორისო გამოცდილება.

ეს ტურნირი Sports Orient-ისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდება, რადგან ძალა აქვს ყველაფერ იმას, რაც საწყის ეტაპზე კეთდება, იქნება ეს ინვესტიცია, ყურადღება თუ ენერგია. თბილისის “დინამოს” აკადემიამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ისეთი ტალანტის აღზრდა შეუძლია, რომელიც 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებებს და კლუბებს ავსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ თბილისში რამდენიმედღიანი საფესტივალო საღამო გველოდება”, - განაცხადა ოთო მუმლაძემ BMG Talks-ში.

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის იმართება, პირველად 2015 წელს გათამაშდა. სხვადასხვა დროს, ამ ტურნირში ბევრი დიდი კლუბის, მათ შორის "ინტერის", "ალკმაარის", "ფეიენოორდის", "ესპანიოლისა" და "სევილიას" აკადემიის წევრებს უთამაშიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები