მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Transfermarkt-მა ფასები განაახლა, ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ

ნაკრების ღირებულება

საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების ღირებულებებში ცვლილებები შეიტანა, რაც ქართველ მოთამაშეებზეც აისახა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ €5 მილიონით დაიკლო ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ და ამჟამად მისი ფასი €80 მილიონს შეადგენს, თუმცა ამის მიუხედავად ფრანგული ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს ინარჩუნებს და ხუთი მილიონით ასწრებს თავის თანაგუნდელ უსმან დემბელეს.

€10 მილიონი დააკლდა გიორგი მამარდაშვილის ღირებულებას და ახლა €30 მილიონად ფასდება. ამ ცვლილებიდან გამომდინარე მამარდაშვილი პორტალზე ყველაზე ძვირფასი მეკარის ტიტულს აღარ ატარებს და პირველ ადგილს €40-40 მილიონით იყოფენ გრეგორ კობელი ( “ბორუსია დორტმუნდი”), დავიდ რაია (“არსენალი”) და დიოგო კოსტა (“პორტუ).

€2-2 მილიონით გაიზარდა ლიგა 1-ის შემტევების ზურიკო დავითაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის ღირებულება. დავითაშვილის ფასმა €10 მილიონს მიაღწია, ხოლო მიქაუტაძის ღირებულება €20 მილიონს შეადგენს. სავარაუდოა, რომ უკანასკნელ თვეში ნაჩვენები თამაშებიდან გამომდინარე მიქაუტაძის ღირებულება კიდევ გაიზრდება.

არსებული ცვლილებების შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება €192 მილიონი ევროდან €181 მილიონამდე ჩამოვიდა, თუმცა სომხეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ FIFA-ს რეიტინგში “ჯვაროსნები” 2 პოზიციით, 68-დან 66 ადგილამდე დაწინაურდნენ.

შეგახსენებთ, რომ ივნისში გასამართი ამხანაგური თამაშების შემდეგ ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თურქეთის წინააღმდეგ დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები