მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამიშვილზე სკვერის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

სკვერი
BM. GE
31.10.23 20:27
55

გურამიშვილის გამზირზე, N16 საცხოვრებელი კორპუსთან სკვერი მოეწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რეკრეაციული ფუნქცია დაკარგული ჰქონდა, პროექტის განხორციელების შედეგად კი 6500 კვ. მ ფართობზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

გარდა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც - დაიგო ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „ლაგო“ შეასრულა და მის განსახორციელებლად ნაძალადევის გამგეობიდან 1 208 228 ლარი დაიხარჯა.

სკვერის გახსნის პარალელურად, რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც რაიონში მცხოვრებლებისთვის გიორგი ცხადაძის ბენდმა დაუკრა.

რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან,
ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ანღდღულაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები