მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გურიას სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ ლარი გამოეყო

გურია

გურიას სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ ლარი გამოეყო. კერძოდ, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები