მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გურიაში მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურება" - რა უნდა გააკეთონ მუნიციპალიტეტებმა?

თოვლი

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნონო ჩხობაძის განცხადებით, დიდთოვლობის შემდეგ გურიაში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. საუბარია როგორც ჩოხატაურის და ოზურგეთის, ისე ლანჩხუთის სოფლებზე.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შესაბამის უწყებებს და მუნიციპალიტეტებს დეტალური გეგმების შემუშავებისკენ მოუწოდებს.

„თუ დათბობის პროცესი სწრაფად დაიწყო, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია თოვლის სწრაფი დნობა და ღვარცოფული წყალმოვარდნები, განსაკუთრებით პრობლემა იქნება სუფსა ნატანების აუზში, ეს იქნება პრობლემატური თემა. თუ არ მოხდა ტემპერატურის მკვეთრი აწევა, ეს ჯერ არ ჩანს, შემდეგ კვირასაც დაბალი ტემპერატურებია, მაშინ მაინც მოსალოდნელია სხვა ტიპის პროცესები. უფრო სწრაფად, ეს იქნება მეწყრები. გურია ისედაც მეწყრული ზონაა, შესაბამისად, ამდენი ნალექის მოსვლამ შეიძლება ეს პროცესი უფრო გაააქტიუროს. ეს სოფლები ძირითად შეყვანილია რისკ-ზონებში, საუბარია როგორც ლანჩხუთზე, ისე ჩოხატაურსა და ოზურგეთზე. სერიოზული პროცესები მიმდინარეობს აჭარა, თრიალეთის ქედზე და იგივე პრობლემა გაქვს ხულო-შუახევის ზონაში, კლიმატის ცვლილების ფონზე იქაც მეწყრული პროცესები უფრო მეტად არის გააქტიურებული. ამიტომ ველოდებით, რომ ბევრი გამოვლინებები გვექნება და ამაზე მუშაობა აქედანვე უნდა დავიწყოთ.

უნდა მოვაბილიზოთ მძიმე ტექნიკა, პრობლემის წარმოშობის მერე არ უნდა დავიწყოთ ამაზე ზრუნვა. რეაგირების გეგმები ყველა ბუნებრივ კატასტროფაზე თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა გვქონდეს.

ადრეული შეტყობინება სიგნალს არ ნიშნავს, ეს არის გეგმის არსებობა. როცა იცი სად რომელი ტრაქტორია, რომელ ეზოში, სად უნდა ჩაასხა საწვავი, ეს არის ოპერატიული მუშაობა, რომელიც გაწერილი უნდა იყოს დეტალურად. უნდა ავუხსნათ თითოეულ მოსახლეს როგორ უნდა იმუშაოს, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოიმარაგოს. როცა გაფრთხილებას იღებს რომ ტემპერატურა ეცემა, ნალექია მოსალოდნელი, იმარაგებს საჭირო მედიკამენტს, საკვებს თუ წყალს.

ეს უნარ-ჩვევებში არ გვაქვს გათვალისწინებული. 112-ის შეტყობინებების მიღმა მუნიციპალიტეტები უწყებებისგან იღებენ ინფორმაციას უფრო ვრცელს და ამას უნდა მიექცეს ყურადღება.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჩხობაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები