მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში, სტიქიის გამო მოსახლეობას წყალი წყალმზიდით მიეწოდება -  წყალმომარაგების კომპანია

დფდსფ
BM. GE
09.09.23 17:30
29

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში, სტიქიის ზონაში, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიის შედეგად ლანჩხუთსა და ოზურგეთში დაზიანდა სათავე ნაგებობები და მილები.

კომპანიის ცნობით, გურიის სერვისცენტრის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ხოლო მოსახლეობას წყალი წყალმზიდის საშუალებით მიეწოდება.

„გურიაში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად დაზიანებულია ორაგვესა და კლიტეკარას სათავე ნაგებობები, რის შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობების გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭისყალმა სრულად გაანადგურა ოზურგეთის მკვებავი 110 მმ-იანი ლითონის მილიც, წყალუხვობის გამო ამღვრეულია მაკვანეთში მდებარე ოზურგეთის N1 სატუმბი სადგურიც.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვის ცენტრის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს. პარალელურად ადგილზე მუშაობს წყალმზიდი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა წყალს იღებს.

შეგახსენებთ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 2 93 00 00. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები