გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს. როგორც “knews.ge”-ს გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, დაზიანებული და განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://knews.ge/?p=37955.
https://knews.ge/?p=37955.


































