მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გურჯაანის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით, მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება

BM.GE
07.03.19 08:56
858
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით, მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ინფორმაციით, იგეგმება 20 შენობის რეაბილიტაცია, ხოლო თერთმეტი, რომელიც რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება - ახლიდან აშენდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ბაღების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში განხორციელდება.სპექტრის ინფორმაციით სამუშაოები სავარაუდოდ წელს დაიწყება და ამისთვის სამ მილიონამდე ლარია საჭირო.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30363-gurjaanis-baghebshi-masshtaburi-rebilitacia-igegmeba.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები