გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო. როგორც ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელმა შაშიანში გაბრიელ ბოკუჩავამ აღნიშნა, ჭაბურღილიდან საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სოფლის ამბულატორია და 70 - მდე ოჯახი მომარაგდება. სპექტრთან საუბარში ბოკუჩავა ამბობს, რომ სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 130 057 ლარია, რომელსაც შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.
https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30415-shashianshi-akhali-tcaburghili-moetsyo.


































