მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გურჯაანში გარემოვაჭრეებს ქუჩაში დგომის და საქონლის რეალიზაციის უფლება ჩამოერთვათ

BM.GE
01.03.19 09:45
826
გურჯაანის მერიის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეებს ქუჩაში დგომის და საქონლის რეალიზაციის უფლება დღეიდან ეკრძალებათ და დღეიდან უკვე პროცესში შსს-ს თანამშრომლები ჩაერთვებიან. მათ ტერიტორიის დასატოვებლად ერთი თვის ვადა ჰქონდათ, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიაღწიეს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ბაზარში ადგილი არ არის და ამიტომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს ერთთვიანი ვადა ხვალ ეწურებათ.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30327-aikrdzaleba-thu-ara-khvalidan-gurjaanshi-garevatcroba.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები