გურჯაანში, ძველი სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნოპარკი აშენდება. პროექტი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით განხორციელდება. დავით სონღულაშვილმა კახეთის ხმასთან საუბარში განაცხადა, რომ პროექტი ახალაგაზრდებს იდეების განხორციელებაში დაეხმარება, მათ შორის პროტოტიების შექმნაში. მისივე თქმით, ტექნოპარკის მშენებლობის დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაცია არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


































