მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გურმეში” იმპორტირებული ნედლეულის მარაგის ამოწურვის შემდეგ ფასებს გაზრდიან

6232177f45c74
ლიკა გურაბანიძე
20.03.22 15:54
1485
ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ფონზე საკონდიტრო “გურმეში” გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგალითად -  შაქარზე, ფქვილზე და კარაქზე ფასები 50%-ით გაუძვირდათ.

კომპანიის გაყიდვების მენეჯერი რუსუდან მუზაშვილი bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახლა მარაგები აქვთ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, მარაგების ამოწურვის შედეგად, სწორედ გაძვირებული იმპორტირებული ნედლეულის გამო მათი პროდუქცია 15%-დან-20%-მდე გაძვირდება.

“ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვიყენებთ, რომლის 80%-ც ევროპიდან შემოგვაქვს, სამწუხაროდ რუსეთის ბაზარზეც ვართ დამოკიდებულები და მას ჩვენს იმპორტირებულ ნედლეულში 15-დან 20%-მდე უჭირავს. ევროპიდან ისეთ პროდუქტები შემოგვაქვს როგორიცაა ჭვავის ფქვილი, კარაქი, შაქრის ფქვილი შოკოლადი რძე და ა.შ. რუსეთიდან პურის ფქვილი და ზეთი შემოგვაქვს. თუ გასულ წელს ამ დროს რუსეთიდან იმპორტირებული ტომარა ფქვილის ფასი საქართველოში 70 ლარი იყო, ახლა მისი ღირებულება 110 ლარია” - განმარტა მუზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები