მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ 6 000-ზე მეტი ადამიანი შევამოწმეთ – რწმუნებულის მოადგილე ვანში არსებულ ვითარებაზე

5e8f4b9b8b2af
ნინი ლონგურაშვილი
09.04.20 21:30
807
"დღევანდელი დღე გვიჩვენებს, საჭირო გახდება თუ არა ვანის მუნიცილაპიტეტის საკარანტინე ზონად გადაქცევა", - ასე უპასუხა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა “საქმიანი დილის” კითხვას ვანში მარნეულის მსგავსი ზომების მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის პანიკის საფუძველი ვანის მუნიციპალიტეტში არ არის.

"გუშინ ღამიდან მოყოლებული მიდიოდა მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებულია საგუშაგო პოსტების განლაგება მუნიციპალიტეტის შესასვლელ და გასასვლელ ადგილებში, ასევე დაიწყო მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი, გუშინ ჩვენ 6 000-ზე მეტი ადამიანის შემოწმება შევძელით. უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება რაც მარნეულში გვქონდა, აქედან გამომდინარე უფრო ეფექტურად და სწრაფად ხდება ამა თუ იმ პროცედურების ჩატარება, რომელიც საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. დღესაც, რა თქმა უნდა, გრძელდება თერმოსკრინინგი, ამაში ჩართულია როგორც ოჯახის ექიმები, ასევე ცხელების ცენტრები და მათი ფუნქციონირება იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე რამდენიმე ასეულ ზარს უპასუხეს, ჩვენი ცხელების ცენტრების წარმომადგენლებმა, რომელიც სამი გვაქვს იმერეთის მხარეში", – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, ვანში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები