მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუშინდელი გაიაფების შემდეგ, ნავთობზე ფასმა ზრდა ისევ დაიწყო

ნავთობი

გუშინდელი გაიაფების შემდეგ, ნავთობზე ფასმა ზრდა ისევ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ 100 დოლარზე ქვემოთ ნარჩუნდება. მსოფლიო ბაზარზე ამჟამად ნედლი ნავთობის ფასი 97 დოლარს შეადგენს, წინა თვესთან შედარებით ზრდა 16%-ია.

ამ დროისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბირჟაზე 97.8 დოლარად ივაჭრება, წინა თვესთან შედარებით ფასი 10%-ით არის გაზრდილი. WTI-ს ნავთობი კი 97.6 დოლარი ღირს. ხოლო რუსული ურალსი, რომელმაც ირანის ომის გამო მარტში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ახლა 120 დოლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა 28 თებერვალს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაიწყო. ერთობლივი იერიშების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 1 340-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი იყო. საპასუხოდ თეირანმა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განახორციელა ისრაელზე, იორდანიაზე, ერაყსა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკული ბაზები იყო განთავსებული.

პარალელურად, ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდა, რამაც გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვებზე სერიოზული გავლენა იქონია. სრუტე ენერგოპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანია, რომლის სტაბილურობაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე პირდაპირ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ გემებს გადაადგილების უფლება ეძლევათ, ნავიგაციის სრული აღდგენის მოლოდინი ჯერჯერობით პოზიტიური არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები