მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირან-აშშ-ის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება

ნავთობი

ირანისა და აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 83 დოლარამდეა გაიაფებული, რაც დღიურ ჭრილში 4%-იანი კლებაა. ნედლი ნავთობის ფასი 5%-ით ბარელზე 80 დოლარამდეა შემცირებული. WTI-ის [West Texas Intermediate] ფასი ასევე 5%-იან კლებას აჩვენებს და 81 დოლარი ღირს.

გუშინ, 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები გადაკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები