მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს აქციაზე არ მოვსულიყავი - შოთა არველაძე

შოთა არველაძე

მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ყველას თავისი პროტესტი აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა და არ შევერთებოდი პროტესტის მონაწილეებს. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. რაც ხდება საშინელებაა.

ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ის, ვინც მართლა შენსკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს და თუ ეს, როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო და დღესაც ხდება, ეს, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გამოხატო, თქვა, დაწერო, მაგრამ მე, სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ საერთოდ ამ ბოლო მოვლენებზე არაფერი არასდროს დამეწერა და თუ მექნებოდა საშუალება მოვსულიყავი და თვითონ შევუერთდი ამ მოვლენას და პროტესტს“, - განაცხადა შოთა არველაძემ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები