მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვაკისრია პასუხისმგებლობა, 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი EU-ს წევრობის მისაღებად - ცქიტიშვილი

5fe04b7aeb4eb
თელარა გელანტია
21.12.20 11:14
701
„ჩვენ, მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა - სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად“, - ამის შესახებ პარლამენტში დარგობრივ კომიტეტებზე მოსმენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ და უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად აუცილებელია ქვეყნის ფიზიკური დაახლოება ევროკავშირთან და ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში.

რეგიონების ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების დონეში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა და შემდგომი განვითარების მყარი საფუძვლების შექმნა, ასევე ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ თითოეული ამ მიმართულებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც რამდენიმე დღის წინ წარდგენილ 2020 წლის ანგარიშშიც აისახა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები