მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვალვის შემდეგ, საბერძნეთი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის €2.5 მილიარდს დახარჯავს

საბერძნეთი

საბერძნეთი გეგმავს, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში თავისი მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის 2.5 მილიარდი ევრო დახარჯოს, გვალვისა და წყლის რესურსზე მზარდი მოთხოვნის ფონზე - ამის შესახებ საბერძნეთის გარემოს მინისტრმა ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ საბერძნეთის ძირითადი ნაწილი, რომელიც ევროპის ყველაზე ცხელ წერტილშია განლაგებული, წლიურად 10 მილიარდ მ³ წყალს მოიხმარს, ბოლო წლებში განსაკუთრებულად ცხელი ზაფხულის, თბილი ზამთრისა და უნალექო ამინდების წინაშე დგას, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას მიაწერენ.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილ რეზერვუარში კი, რომელიც დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს ამარაგებს, წყლის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.

მინისტრ სტავროს პაპასტავრუს თქმით, კვიპროსის შემდეგ, საბერძნეთი სამხრეთ ევროპაში ყველაზე მწვავე წყლის სტრესის წინაშე დადგება, რომელსაც განსაკუთრებული შედეგი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქზე, სალონიკზე ექნება. მისივე თქმით, 2022 წლის შემდეგ, საბერძნეთის რეზერვებში წყლის მოცულობა 250 მილიონი მ³-ით შემცირდა, ნალექი კი - 25%-ით. ამავე დროს, წყლის აორთქლების დონე 15%-ით გაიზარდა, მოხმარება კი - 6%-ით.

კრიზისთან საბრძოლველად შედგენილი შვიდ პუნქტიანი გეგმა ორი შენაკადიდან არხების მეშვეობით წყლის ქვეყნის დასავლეთ ნაწილი მდებარე წყალსაცავში გადატანას, ათენისთვის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად კი წყლის დესალინაციის (გამტკნარების) ქარხნებისა და ჭების გამოყენებას ითვალისწინებს.

ამასთან, ქვეყნის ორი უდიდესი წყალმომმარაგებელი კომპანია, EYDAP და EYATH, სრულად გააკონტროლებენ წყლის ირიგაციის სისტემებს, რომლებსაც ამჟამად ათობით პატარა კომპანია განაგებს, რადგან ქვეყანა აძლიერებს ძალისხმევას ფრაგმენტული წყლის მართვის მოდერნიზაციისა და დაზიანებული მილების პრობლემის მოსაგვარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები