Glovo-ს ამბიცია, ქვეყანაში მიტანის სერვისიდან, საუკეთესო ელექტრონული კომერციის კომპანიად ტრანსფორმირებაა - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა საბა მჭედლიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს კომპანიის გლობალური ამბიციაა და საქართველო ამ მხრივ მოწინავე ქვეყანა იქნება.
„კომპანიას დელივერი ბიზნესიდან ტრანსფორმაცია სურს. ჩვენი ამბიციაა, გავხდეთ ნომერ პირველი ელექტრონული კომერცია ქვეყანაში. ეს დელივერი ბიზნესს სცდება და სხვადასხვა ტიპის სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს.
აპლიკაციაში ჩვენი შეთავაზებები ბევრად უფრო მრავალფეროვანია და ადაპტირებულია ისეთი ტიპის სერვისებზე, რაც ამჟამად დელივერი სერვისის კონცეფციიდან გამომდინარე აქტუალური არ იყო. ჩვენი სამომავლო კონცეფცია სუპერაპის მიმართულებით განვითარებაა. ეს გლობალური ამბიციაა და საქართველომ შეიძლება იმით იამაყოს, რომ ქვეყანა განვითარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა“, - განაცხადა საბა მჭედლიშვილმა.
მისი ინფორმაციით, დღეს, საქართველოში Glovo 10 ქალაქშია წარმოდგენილი და დაახლოებით 2 000-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს.