მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვაქვს ამბიციური მიზანი, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირით - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სუს-ს და მის ახალ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მადლობას უხდის, რომ აქტიურად დაიწყო მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამბიციური მიზანია ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირით.

„ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენი უწყებები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს, მათ შორის, ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ადამიანების მიერ იარაღის ტარებას, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია და გაგრძელდება პრინციპულად დანაშაულთან ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი დანაშაული არის, რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ უწყებაში მისვლისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ საკითხზე. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები და უკომპრომისოები. გაგრძელდება ძალიან აქტიურად კორუფციასთან ბრძოლა. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი - ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამას სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები