მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორუფციაზე აქცენტი ნიშნავს, რომ განტევების ვაცები სჭირდებათ - სოსო ბერიკაშვილი

ბერიკაშვილი
10.07.25 18:10
685

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ კორუფციაზე საუბრის გააქტიურებას ეკონომიკური გამოწვევების გადაფარვის სურვილს უკავშირებს.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, "ოცნების" მიერ გარკვეული ადამიანები გაიწირებიან.

"კორუფციის წამოწევის ამბავი მნიშვნელოვანი მგონია. გადასარევად იციან, რომ კორუფცია აქვთ. შეიძლება იმდენად კორუმპირებული თვითონ ირაკლი კობახიძე არ არის, მაგრამ დაიჭირეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ამაზე ახლა აქცენტი ნიშნავს, რომ არაა ეკონომიკაში ყველაფერი კარგად და მათ შორის განტევების ვაცები სჭირდებათ. კორუფციაზე [ირაკლი კობახიძე] საჯაროდ ლაპარაკობს, ხალხს ელაპარაკება რომ რამე პრობლემა თუ არსებობს ეს იმიტომაა, რომ კორუფცია გვაქვს. ეს არაა ნოუჰაუ, ავტორიტარული რეჟიმები ასე იქცევიან ხოლმე. ხალხის მტრები გაჩნდებიან, ადამიანები, ვისაც აქებდნენ გახდებიან ხალხის მტრები, ვიღაცებს გაწირავენ იმიტომ, რომ სხვებმა დროებით თავი გადაირჩინონ", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები