მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს გენგეგმა, მაგრამ მისი განხორციელების პოლიტიკას ვერ ვხედავ - ირაკლი როსტომაშვილი

615af6d302f25
ინგა მურუსიძე
04.10.21 19:12
978

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

"მენაშენეთა ასოციაცია" ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი "საქმის კურსში" სტუმრობისას არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა აფასებს კალაძის არჩევნების პირველადი შედეგების შემდეგ გაკეთებულ იმ განცხადებას, რა დროსაც მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ „ალბათ თბილისს რაღაც დააკლო“.

„ქალაქმა კახა კალაძის მერობის დროს მიიღო გენერალური გეგმა, რომელიც არის ქალაქის განვითარების და არსებობის უმთავრესი დოკუმენტი. არსებობს გენერალური გეგმა, მაგრამ როგორ განვახორციელოთ ეს გეგმა, ამის პოლიტიკას ვერ ვხედავ.

კარგი გენგეგმა დამთავრებულ საქმეს არ ნიშნავს, ეგ კარგი ნაწილია საქმის, მაგრამ მას სჭირდება შესრულება და სპეციალისტები, რომლებიც ამ კარგ გენგეგმას განახორციელებენ. ხანდახან ანალოგი მომყავს - საფრანგეთის ნაკრებისთვისა და ქართული ნაკრებისთვისაც ერთნაირი წესებია ფეხბურთში, მაგრამ წესებს უნდა შესრულება. ჩვენ ვერ ვთამაშობთ, ისინი კიდევ...“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები