"ქართული ოცნების" ყრილობაზე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს. მომდევნო კვირაში მისი ხელმძღვანელობით დაკომპლექტებული ახალი მინისტრთა კაბინეტი სამთავრობო პროგრამასთან ერთად დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
ყრილობის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებობს მკაფიო გეგმა. პირველ რიგში კი, ეს 9 პუნქტის შესრულებაა.
„ევროინტეგრაციის მიმართულებით, გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მოლაპარაკების გახსნა, შემდეგ გადავიდეთ იმის შემდეგ ეტაპზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა კობახიძემ მედიასთან.