მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს პოზიტიური ნიშნები" - რა მოლოდინი აქვს საფოსტო ბიზნესს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ?

post

დღეს, ბიზნესი ეკონომიკის მინისტრს ფოსტის კანონპროექტზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შეხვდა. დოკუმენტი, რომელიც ბოლო 10 წელია იწერება, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორს განახლებული სახით თებერვალში წარუდგინა. საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება, რასაც კერძო სექტორი არ იზიარებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქოპილაშვილი ამბობს, რომ მინისტრს ამ საკითხის გარდა, ორი დამატებითი გადასახადის დაწესების პრობლემურობაზეც ესაუბრნენ. მისი მოლოდინით, კანონის ახალ ვერსიაში, საკონტრიბუციო და რეგულირებული გადასახადი აღარ იქნება.

" ამერიკის სავაჭრო პალატის დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება პირდაპირ მინისტრთან. მივესალმებით ამ შეხვედრას, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული იყო. მინისტრმა მოგვისმინა ყველას, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს და მიიღო ინფორმაცია ფოსტის შესახებ კანონში არსებულ ძირითად პრობლემატურ საკითხებზე.

გვაქვს პოზიტიური ნიშნებიც, რომ შეიძლება ეს პრობლემატური საკითხებიც იქნეს მოხსნილი.შესაბამისად, ველოდებით ამ გადამუშავებულ ვერსიას და მერე ვნახავთ, რა იქნა გათვალისწინებული და რა შეიძლება დარჩეს კიდევ პრობლემად.

ბაზარი უკვე ლიბერალიზებულია, კარგად ფუნქციონირებს და ხდება ხელახალი დარეგულირება. მინისტრს ჩვენ ავუხსენით, რომ დარეგულირებას ეს სფერო არ საჭიროებს. შემდეგ უკვე გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი, საკონტრიბუციო შენატანი და რეგულირების საფასური შემოდის, ზუსტად ამ ორ ძირითად საკითხზე მოხდა აზრთა გაცვლა და მოხდა ინფორმაციის მოწოდება, რომ ეს შეიძლება იქნეს გათვალისწინებული. ეს ორი ტიპის გადასახადი, რაც შეიძლება ბიზნესს დიდ ტვირთად დაწოლოდა, შეიძლება, აღარც ვიხილოთ. ველოდებით გადამუშავებულ ვერსიას", - განაცხადა ქოპილაშვილმა.

რა წერია "ფოსტის შესახებ" კანონის ახალ პროექტში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები