საქართველოს მთავრობამ, კერძო სექტორთან ერთად, გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონპროექტი უკვე შეიმუშავა, რომელმაც ეკონომიკურად მომგებიანი კომპანიების გადარჩენა და არამომგებიანი კომპანიების რესურსების გადაადგილება უნდა უზრუნველყოს. წესით, სწრაფი და იაფი გადახდისუუნარობის პროცედურებმა ხელი უნდა შეუწყობს ბიზნესის დროულად დაბრუნებას ნორმალურ სამუშაო რეჟიმში და საგრძნობლად გაზარდოს კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი. არსებობს, თუ არა გამართული გადახდისუუნარობის სისტემა და რა კავშირია გადახდისუუნარობის სხვადასხვა მექანიზმებსა და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებს შორის?


































