აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი და ამავე კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით შეშფოთებული არიან.
ამის შესახებ ისინი "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ.
"ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით.
იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით.
ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც“, - აცხადებენ კონგრესმენები.