მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილის სანქცირებას მივესალმები. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ - კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი

მაიკლ მაკკოლი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან, მაიკლ მაკკოლი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მიესალმება.

ის აცხადებს, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა აგონ ქვეყნის ავტოკრატიისკენ წაყვანისთვის.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილისთვის ამ დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, რომ საქართველოს ავტოკრატიისკენა მიათრევენ და შორს იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს",- აღნიშნულია მაიკლ მაკკოლის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები